Общее·количество·просмотров·страницы
суббота, 2 мая 2015 г.
მერვე დღე
შევქმენით მოსწავლეთათვის დამხმარე რესურსი, რომელიც დაგვეხმარება დიფერენცირებული სწავლების დროს, რათა დახმარება გავუწიოთ სსმ მოსწავლეებს.ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა და გაჯეტის დამატება.
пятница, 1 мая 2015 г.
მეექვსე დღე
გავეცანით მოდულ-4-ს,აქტივობა 1-ს,რომელიც გვაცნობს საკითხს ,,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი'', პროექტზე მუშაობის დასაწყებად მე, მასწავლებელს უნდა მქონდეს ნიმუში,თუ რა ტიპის ნაშრომს ვთხოვთ მოსწავლეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მოსწავლე შეძლებს ამ სამუშაოს შესრულებას. დავგეგმავთ და შევქმნით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს.
воскресенье, 19 апреля 2015 г.
მეხუთე დღე
გავეცანით მესამე მოდულს-კავშირები. შევისწავლეთ ინტერნეტის გამოყენების ხერხები სწავლა- სწავლების პროცესში.მნიშვნელოვნად მიმაჩნია საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა. გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი გადავიტანეთ პორტფოლიოში.
суббота, 18 апреля 2015 г.
მეოთხე დღე
გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს,შეფასების სტრატეგიებს.დავეუფლეთ შეფასების დროის ჩარჩოს,რომლის მეშვეობითაც შევძლებთ შერჩეულ პროექტზე მიზანმიმართულ მუშაობას.
суббота, 4 апреля 2015 г.
მესამე დღე
გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას ,რომელსაც გამოვიყენებთ მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობის ეფექტურობისათვის.გამოვიყენებთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს, რაც მიზანმიმართულს გახდის პროექტზე მუშაობას. გავითვალისწინებთ აუცილებელ კრიტერიუმს- შევუსაბამებთ ეროვნულ სასწავლო გეგმას.
воскресенье, 29 марта 2015 г.
მეორე დღე
პუბლიკაციის მომზადება დაგვეხმარება, პროექტის მომზადებაში ჩავრთოთ მოწავლეებთან ერთად მშობელთა ჯგუფი, კომენტარებით მოვახდენთ აზრთა გაზიარებას, ბუკლეტის სახით ინფორმაციას მივაწვდით საკითხით დაინტერესებულ პირებს და უფრო საინტერესოს გავხდით ჩვენს სასკოლო მუშაობას.
პირველი დღე
მოსაწონია, რომ ტრენინგი საშუალებას მომცემს , მივაღწიო მოსწავლეთა მეტ ჩართულობას შესასწავლი საკითხის ირგვლივ მუშაობის პროცესში, განვუვითარებთ დაკვირვების უნარსა და სააზროვნო უნარ- ჩვევებს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)